ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სურსათის პროგრამას გადაეცა.
ნობელის კომიტეტში აღნიშნეს, რომ პრემია მიენიჭა "შიმშილთან ბრძოლის გაძლიერების, მშვიდობისათვის პირობების გაუმჯობესებისთვის რეგიონებში, რომლებსაც კონფლიქტები შეეხო და მამოძრავებელი ძალის როლის შესრულებისთვის, რომელიც ხელს უშლის შიმშილის გამოყენებას ომის იარაღად და კონფლიქტებში".
პროგრამა შეიქმნა გაეროს სტრუქტურაში 1961 წელს შიმშილთან და სიღატაკესთან ბრძოლისათვის.
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1901 წლიდან გადაეცემა ნობელის კომიტეტის მიერ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზიციებს, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ მშვიდობის განმტკიცების სფეროში.