ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი საფრთხე დედაქალაქშია. ამავდროულად, ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს აჭარაში.
"ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს. მოსახლეობის რაოდენობის და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მეტად საშიში, ამჟამად, გახლავთ თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ დავიცვათ რეგულაციები სრულყოფილად, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველაზე მეტი საფრთხე არის თბილისში", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.