გავლენიანი საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის " Greenberg Quinlan Rosner "-ის დამკვეთებს შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და "ნაციონალური" მოძრაობა არიან.
ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა მითითებული, სადაც სააკაშვილი, უგულავა და "ნაციონალური მოძრაობა" კლიენტებად არიან მოხსენიებულები.
დღეისათვის, ორგანიზაციის მომსახურებით ასევე სარგებლობენ რუმინეთის პრეზიდენტი ტრაინ ბრასესკუ, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, უკრაინაში ვიკტორ იუშენკოს პარტია და სახმრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი.
თავის დროზე " Greenberg Quinlan Rosner "-ის სერვისს იყენებდნენ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა და გერმანიის ყოფილი კანცლერი Gგერჰარდ შრიოდერი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნდა " Greenberg Quinlan Rosner "-ის მიერ სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა სოციალური და პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა.
კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ეთანხმება.
კვლევის პროცესში 1 200 ინტერვიუერი გამოკითხა.