ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის პრეზიდენტობას 2020 წლამდე აპირებს. ყაზახეთის პირველმა პირმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა საჯაროდ პირველად გამოაცხადა. მან ხუმრობით თქვა, რომ ახალგაზრდობის ელექსირის სანაცვლოდ მზადაა 2020 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.
ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავს. კონსტიტუცია მას პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის დაყენებას არ უზღუდავს, ივლისში მას ხელშეუხებლობის გარანტია და ერის ლიდერის სტატუსიც მიანიჭეს, რაც უფლებას აძლებს, რომ ქვეყანა თანამდებობის დატოვების შემდეგაც მართოს.