შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენთან ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
რომ არა ტრამპის Covid-19-ით ინფიცირება, კანდიდატებს შორის დებატები 15 ოქტომბერს ფლორიდის შტატში, მაიამიში ჩვეულ რეჟიმში უნდა გამართულიყო.
ტრამპი აცხადებს, რომ დებატების ორგანიზატორი კომისიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება "ჯო ბაიდენს დაცვას ისახავს მიზნად". ბაიდენმა კი განაცხადა, რომ ტრამპი "ყოველ ორ წუთში ერთხელ იცვლის აზრებს".
FoxNews-სთან სატელეფონო ინტერვიუს დროს, ტრამპმა განმარტა თუ რატომ არ სურს ვირტუალურ დებატებში მონაწილეობა.
"დროს ვერ გავფლანგავ ვირტუალურ დებატებზე. იჯდე კომპიუტერის მიღმა, სასაცილოა. მე არ ვაკეთებ ვირტუალურ დებატებს", - თქვა ტრამპმა.
მიუხედავად ამისა, ბაიდენი მზადყოფნას გამოთქვამს დებატებში მიიღოს მონაწილეობა როგორც ვირტუალურ, ასევე ჩვეულ რეჟიმში, თუ ამის ნებას ექიმები მისცემენ.
დონალდ ტრამპი Covid-19-ის მკურნალობას თეთრ სახლში განაგრძობს.