სომხეთის განცხადებით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის ქალაქ შუშაში ტაძარს დარტყმა მიაყენეს.
"მტერმა დაარტყა შუშის სიმბოლოს - ყაზანჩეცოცის ეკლესიას, რომელიც 90-იანი წლების ომის შემდეგ აღდგა", - აცხადებენ სომხეთის ერთიან საინფორმაციო ცენტრში.
სომხური ტაძარი შუშაში მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული, მას რესტავრაცია მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა.