მოსკოვის პატრიარქი კირილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, კარანტინში გადავიდა. ამის შესახებ ნათქვამია პატრიარქ კირილის შეტყობინებაში, რომელიც მან ერთ-ერთ ეპისკოპოსს გაუგზავნა. ეს შეტყობინება მოსკოვის საპატრიარქომ გამოაქვეყნა.
მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ჩაუტარდა თუ არა ტესტი რუსეთის ეკლესიის მეთაურს.
რუსეთში კორონავირუსის 1 260 112 შემთხვევაა გამოვლენილის, 22 056 ადამიანი გარდაიცვალა.