საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველ ემიგრანტებს მოუწოდა მას ბიოგრაფიები გაუგზავნონ, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შემედეგ საჭიროა ახალი იდეები, ახალი ენერგია და ახალი ძალა.
"ჩვენ სულ მალე ვიზეიმებთ საქართველოში გამარჯვებას ოლიგარქიულ რეჟიმზე, ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს, მაგრამ უკვე წინასწარ მინდა დავიჭირო თადარიგი და მივმართო მთელ მსოფლიოში გაბნეულ წარმატებულ ქართველებს...
თავის დროზე 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ მე დაუყოვნებლივ დავიწყე შეგროვება უცხოეთში მყოფი წარმატებული ქართველების, ბევრი მათგანი ჩამოვიყვანეთ... დაწყებული კახა ბენდუქიძით, დამთავრებული ვერა ქობალიით. ისინი გახდნენ საქართველოს წარმატებული მინისტრები და მოხელეები.
ახლა საქართველო არის არანაკლებ მძიმე კრიზისში, ვიდრე 2003 წელს. საქართველოში ერთიან ეროვნულ პროდუქტში ვალის წილი აღემატება უკვე 60%-ს, ძაან მძიმე ციფრია საქართველოში ბოლო 8 წელია პრაქტიკულად შეჩერებულია ზრდა, უამრავი დრო დაკარგა ქვეყანამ, საქართველოში არის სიღარიბის თვალსაზრისით და შიმშილის თვალსაზრისით სუბსახარული აფრიკის ქვეყნების დონეზე. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა თქვენ უნდა გააძლიეროთ და გადაარჩინოთ საკუთარი ქვეყანა"
მინდა მოგიწოდოთ, ახლავე გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფიები, ბევრს ვიცნობთ, მაგრამ ბევრად უფრო მეტს არ ვიცნობ, ჩვენ ვიქნებით გახსნილები ყველასათვის, ახალი იდეებისთვის, ახალი ენერგიისთვის, ახალი ძალისთვის და მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ამოვათრიოთ ჭაობიდან ჩვენი ქვეყანა და ძალიან სწრაფად წავიყვანოთ წინ", - ამბობს სააკაშვილი.