გავლენიანმა საზოგადოებრივი შემსწავლელმა ამერიკულმა კომპანიამ " Greenberg Quinlan Rosner "-მა სექტემბერსა და ოქტომბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 200 ინტერვიუერი გამოკითხა. კვლევა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ეხება.
1 200 ადამიანს დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა:
კითხვა I - ეთანხმებით თუ არა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართულებას - 67 % ამ მიმართულებას ეთანხმება, ხოლო 28 % არ ეთანხმება.
კითხვა II - გაუმჯობესდა თუ არა სააკაშვილის დროს დასაქმების მაჩვენებელი - 83 % მიიჩნევს, რომ დასაქმების მაჩვენებელი სააკაშვილის დროს გაუმჯობესდა და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2004 წლის შემდეგ, ხოლო 15 % მიიჩნევს, რომ დასაქმების მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა.
კითხვა III - როგორ ვითარდება ქვეყნის მიმართულება - 58 % მიიჩნევს, რომ ქვეყნის მიმართულება ვითარდება სწორი გზით, ხოლო 26 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვა IV - ეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო რეფორმას - რეფორმას გამოკითხული ადამიანების 50 % ეთანხმება, ხოლო 16 % არა.
გამოკითხულებს ასევე სთხოვეს დაესახელებინათ არსებული ლიდერებიდან რამდენიმე და შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი თარგამაძე 47 %, ირაკლი ალასანია 40 %, შალვა ნათელაშვილი 33 %, კახა შარტავა 11 %, ლევან გაჩეჩილაზე 9 % და გოგი თოფაძე 8 %.
რესპოდენტებისათვის დასმული კიდევ ერთი კითხვა იყო ასეთი: - "ეთანხმებით თუ არა გიგი უგულავას დასაქმების პოლიტიკას" _ შედეგების მიხედვით ამ პოლიტიკას ეთანხმება 75 %, ხოლო არ ეთანხმება 21 %.