7 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2170 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2209 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.39 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7803 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7965 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.62 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4095 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1364 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 ოქტომბერიდან შევა ძალაში.