სვანეთში დაკარგული 12 ილია ფილფანის ოჯახმა ბავშვის მპოვნელისთვის 50 000-ლარიანი ჯილდო დააწესა. ამის შესახებ ილია ფილფანის დედამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"2,5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს შვილს ვეძებთ. გამოძიება გრძელდება, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. საძიებო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რეგიონს – ადგილს, სადაც ილია უკანასკნელად ნახეს და მესტია-ჯვრის მაგისტრალს. ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს, ამიტომ გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუკი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენთან კონტაქტი შესაძლებელია ტელეფონის, ფოსტის, სოციალური ქსელის მეშვეობით, შუამავლების დახმარებით ან თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენ დევნას არ დაიწყებს", - განაცხადეს დაკარგული ბიჭის მშობლებმა.
ოჯახის წევრები ავრცელებენ საკონტაქტო ინფორმაციას: +995 555 14 51 31; +995 551 66 66 68; WhatsApp: +7 701 720 30 51; E-mail: pilpani@mail.ru; Facebook: Рогальд Пилпани, Ксения Пилпани; Instagram: kseniya_pilpani.
ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს.