რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად, რუსმა აქტივისტებმა სახელმწიფო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი Pussy Riot-ია.
მათი განცხადებით, ლგბტ დროშები დაკიდეს რუსეთის სახელმწიფოებრიობის ყველა მნიშვნელოვან სიმბოლოზე: უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე (ე.წ. ლუბიანკა), პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოსა და კულტურის სამინისტროს შენობებზე.
Pussy Riot-მა წარმოადგინა ასევე მოთხოვნების ჩამონათვალი, მათ შორის ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, ჩეჩნეთში გეების, ლესბოსელების, ტრანსგენდერი და ქვიარი ადამიანების მკვლელობებისა და გატაცებების გამოძიება.
პუტინი დღეს 68 წლის გახდა.