სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ოვანესიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ირანის საზღვართან პროვოკაციებს გეგმავს.
"უკვე მეორე დღეა აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალების დანაყოფებმა, იმის გამო რომ არ გააჩნია ეფექტური შემტევითი ოპერაციები, აშკარა პროვოკაციებს მიმართეს . კერძოდ, შეხების ხაზის სამხრეთის მიმართულებით, არცახი-ირანის საზღვრის გასწვრივ აზერბაიჯანული ძალებია გადასროლილი", - წერს ოვანესიანი "ფეისბუქზე".
მისი თქმით, ამ ტაქტიკით აზერბაიჯანული მხარე ცდილობს საზღვრის ხაზზე ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის პროვოცირება მოახდინოს.