ტირანოზავრის ჩონჩხი, მეტსახელად "სტენი", რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 67 მილიონი წლის წინ ბინადრობდა, კრისტის აუქციონზე რეკორდულ თანხად - თითქმის 32 მილიონი დოლარად გაიყიდა.
ლოტის საწყისი ღირებულება 6-8 მილიონი დოლარი იყო.
აუქციონი 6 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართა.
აუქციონის ადმინისტრაციამ არ გაამხილა მყიდველის ვინაობა, მაგრამ სპიკერმა აუქციონის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მყიდველმა შესაძლოა ამ თემაზე განცხადება თავად გააკეთოს.
მანამდე ტირანოზავრის ჩონჩხში რეკორდული ფასი 1997 წელს გადაიხადეს, როდესაც ჩიკაგოს მუზეუმმა ჩონჩხი 8.4 მლნ დოლარად იყიდა.