დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პაციენტი უსიმპტომო იყო. ინფიცირებულს ცენტრის დაახლოებით 50 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება.
ამ დროისთვის ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეული და დატესტილია, მათ შორის ტესტი ჩაუტარდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს.
არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.