პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ქვეყნის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს "ნახევარფაბრიკატს" უწოდებს.
გოცირიძის თქმით, გარდა იმისა, რომ პროექტის მიხედვით ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ჯანდაცვის ხარჯებიც არასწორად არის დაგეგმილი.
"რისი ქამრის მოჭერა და შეკვეცა, არც ერთი ფუფუნების ხარჯი არ არის შემცირებული, პირიქით, 25 მილიონი ლარი არის გამოყოფილი მსუბუქი ავტომობილების შესაძენად, იმდენად უნამუსოდ იქცევიან. რისი 20 ლარით პენსიის ზრდა? დიდი ხანია ეს 20 ლარი შეჭამა ინფლაციამ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს არის ნახევარფაბრიკატი. საერთოდ ჯანდაცვის ხარჯები არც კი არის სწორად დაგეგმილი, თითქოს პანდემიის მეორე ტალღა არც კი არსებობდეს და კატასტროფული სცენარით არ მიდიოდეს ქვეყანაში პროცესები", - განაცხადა გოცირიძემ.