ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ახლა ვირუსის გავრცელების პირველი გვიანდელი ტალღაა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„იკვეთება, რომ ეს არის პირველი ტალღის დასაწყისი, მე ამ სიტუაციას ასე ვეძახი, რადგან თვითონ ტალღა, როგორც ასეთი მეცნიერული მოვლენა არ არის. ტალღა მრუდზე უნდა აისახოს, ამიტომ ჩვენს ქვეყანას ეს ტალღა არ ჰქონია. გვიანი პირველი ტალღა ჩვენ გვაქვს ახლა. მივდივართ ზემოთ, ციცაბო ალბათ ჩამოყალიბდება და სტაბილიზაციის შემდგომ იქნება დაღმა სვლა. სწორედ ეს გამოსახავს ამ ტალღას.
მეორე ტალღაზე საუბრობენ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც უკვე ერთი ტალღა მოილიეს. მეორე ტალღა როგორი იქნება ჩვენ შემთხვევაში და როდის იქნება, ალბათ ის უფრო შედარებით დაგვიანდება, მაგრამ რამდენად დამაზიანებელი იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.