Amnesty International-ის სამხედრო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ აზერბაიჯანის არმიამ სტეფანაკერტის საცხოვრებელ უბნებში კასეტური ბომბები ჩამოყარა.
ორგანიზაციის განცხადებით, კასეტური ბომბების გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რადგან ამ იარაღის გამოყენებისას რთულია სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეების ერთმანეთისგან გამორჩევა.
"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის რეგიონის მზარდ დაძაბულ კონფლიქტში მოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა პრიორიტეტული უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
კასეტური ბომბები M095 DPICM ისრაელშია წარმოებული.
Amnesty International მოუწოდებს ყველა მხარეს დაიცვას სამოქალაქო პირები.
Amnesty International მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუერთდნენ კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ კონვენციას.
ფოტო: Valery Sharifulin/TASS