ამ ეტაპზე მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტიდან 55 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
მისი თქმითკ, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარას, 99 თბილისს, 59 კი, იმერეთს უკავშირდება.
"ინფიცირებული პაციენტების მიხედვით აჭარა კვლავ ლიდერობს, თუმცა მაჩვენებლები მცირედით იქაც შემცირდა და 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, სამაგიეროდ შემთხვევათა რაოდენობამ თბილისში მოიმატა და დედაქალაქში 99 პაციენტი დაინფიცირდა ბოლო 24 საათში. იმერეთში 59 პაციენტია, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში კი 10. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მხოლოდ 1 შემთხვევა გამოჩნდა, გურიასა და კახეთში სამ-სამი, შიდა ქართლში 4, ქვემო ქართლში ერთი, სამცხე ჯავახეთშიც 1. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 268 გამოჯანმრთელებულიდან, 209 აჭარას ეკუთვნის," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტიდან 55 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, 9 კი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.