დღეიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში იწვიმებს, რის გამოც მდინარეების დონის მომატებაც მოსალოდნელია.
ჰაერის ტემპერატურა ხუთი გრადუსით დაეცემა, დაუბერავს დასავლეთის ძლიერი ქარი. ამინდის გაუარესება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოჭრილმა ცივი ჰაერის მასებმა განაპირობა.
"საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. მომავალი კვირის დასაწყისში ისევ გამოიდარებს. დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის ქარი, რაც გამოიწვევს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ნალექის შეწყვეტას.
ქარის გაძლიერებას თან ახლდეს იქნება ჰაერის ტემპერატურის დაკლება ხუთი გრადუსით.
წვიმიანი ამინდები 23-24 ოქტომბერს საქართველოს მდინარეებზე გამოიწვევს წყლის დონის მომატებას", _ აცხადებს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა.