თეთრის სახლის პრესმდივანი კეილი მაკენანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
"გასული კვირის ხუთშაბათიდან, ყოველ დღე ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებდა. დღეს, ორშაბათს კი Covid-19-ის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. სიმპტომები არ მაქვს", - დაწერა კეილი მაკენანმა.
მისი თქმით, ის კარანტინში გადავიდა, საიდანაც დისტანციურ მუშაობას გააგრძელებს.
ფოტო: Reuters