ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, სომხეთის მხარდამჭერ კამპანიას უერთდება. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს.
"ვუერთდები მხარდამჭერ კამპანიას, რადგან ჩვენ სომხებისთვის მშვიდობა გვსურს”, - წერს ბრიტანელი მომღერალი.
ელტონ ჯონის თქმით, ის 2018 წელს იმყოფებოდა სომხეთში, სადაც "ადგილობრივების კეთილშობილება და ადამიანურობა დაატყდა თავს".
"ახლა სომხეთი და არცახი აზერბაიჯანულ-თურქულ უსაფუძვლო აგრესიას განიცდიან. სამოქალაქო პირები ამ აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან და ორივე მხარეს ხალხი უაზროდ იღუპება. სომხები მშვენიერი ხალხია და მშვიდობას იმსახურებენ", - დასძინა მან.