გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 14 წლის ბიჭის ინფიცირების გამო, შესაძლოა, სკოლა დაიკეტოს და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს.
მე-9 კლასის მოსწავლეს COVID-19 გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც მის თანაკლასელებს კორონავირუსზე ტესტი აუღეს.
ანალიზის პასუხებამდე ყველა მათგანი თვითიზოლაციაში რჩება. დანარჩენ კლასებში კი სწავლა ჩვეულებრივ გრძელდება.
რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.