აზერბაიჯანი მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი იმ შემთხვევაში თუ სომხეთი ყარაბაღიდან თავისი ჯარის გაყვანის დღის წესრიგზე წინადადებას შესთავაზებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ "ალ-არაბიასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კონფლქიტი დიალოგის მეშვეობით უნდა გადაწყდეს, თუმცა "ამისთვის საფუძველი უნდა არსებობდეს".
"სომხეთის პრემიერმა უნდა განაცხადოს რომ ეთანხმება წინა ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით, მთიან ყარაბაღში ტერიტორიები აღიარებულია აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებად“, - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ სამხედრო მოქმედებები შეწყდეს, ბაქოს ბოდიში უდა მოუხადოს სომხეთის პრემიერმა.
"ცეცხლის შეწყვეტისთვის ჩვენი პირობა ასეთია, სომხეთმა უნდა შემგვთავაზოს ყარაბაღში აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის დღის წესრიგი, როელიც იქნება არა სიტყვიერი, არამედ საქმიანი", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.