საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 შეადგინა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8 118-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 4 244 პაციენტი.