აჭარაში COVID-19-ით 66 წლის კაცი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი 2 ოქტომბერს სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეიყვანა.
"დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 02.10.2020", - იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.