დღეს, 22 ოქტომბერს, Frontlain Georgia -ს ორგანიზებით გაიმართება სემინარი, რომლის მიზანი მსმენელთათვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გზების ჩვენებაა.
როგორც სემინარის ორგანიზატორები აცხადებენ, პროგრამა მოიცავს საავტორო სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმატიული მასალის (საერთაშორისო ხელშეკრულებების) გაცნობას.
საუბარი შეეხება იმაზე, მედიასაშუალებებში საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, როგორ უნდა მოახდინოს მოქალაქემ თავისი უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების დაცვა.
ტრენინგის მიმდინარეობისას მოყვანილი იქნება მაგალითები ევროპული და საერთაშორისო სამართალწარმოების პრაქტიკიდან. მსმენელები იქნებიან უზრუნველყოფილი მასალებით.