გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 177 კოვიდ დადებითი პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა.
- გარდაიცვალა 1 პაციენტი.
61 წლის ქალი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 02.09.2020.
- აჭარში მკურნალობას გადის:
▪️ Covid კლინიკებში - 460 პაციენტი, 10 არასრულწლივანი, 17 ოსრული.
- რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი.
- თავისუფალი საწოლები-64.
▪️ Covid სასტუმროებში-784, არასრულწლოვანი - 73.
• აჭარაში ბინაზე 1000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
- აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.
- კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე