ხვალ, 22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისში, "დედა ენის" ბაღში, დასუფთავების აქცია მოეწყობა.
აქცია "საზოგადოებრივი პროურატურის" ფარგლებში თბილისობის დღესასწაულს მიეძღვნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურიდან აცნობეს, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, "დედა ენის" ბაღის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში ძველი თბილისის რაიონულ პროკურორებთან ერთად ამავე რაიონის საჯარო სკოლების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.