„ევროკავშირის წყლის ინიციატივა - პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის მეორე საჯარო განხილვა გაიმართა.
ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ ჯინჭარაძემ დაინტერესებული მხარეებს ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები წარუდგინა. პროექტის ჯგუფმა დაინტერესებულ მხარეებს ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის საბოლოო შედეგები წარუდგინეს. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს ხრამი-დებედას აუზში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების პრობლემებზე.
პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.
საჯარო განხილვას პროექტის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები სააუზე მართვის გეგმის მომზადებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და რეგიონში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.