საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრაპმსა და მის მეუღლეს მელანია ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"ბატონო პრეზიდენტო, ეს მართლაც რთული პერიოდია, თუმცა სოლიდარობით შევძლებთ მის გადალახვას. თქვენ და პირველ ლედის მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ", - წერს პრეზიდენტი.
დღეს, გავრცელდა ცნობა, რომ დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ.