საქართველოში COVID-19-ით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის ვირუსით საქართველოში 46 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.