ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" თემაზე "საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში" ტრენინგს მართავს. ღონისძიება "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გაიმართება.
ღონისძიებას ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) დირექტორი ტომას ბლანტონი ჩაატარებს.
პრეზენტაციის დროს განხილული იქნება ეროვნული უსაფრთხობების არქივის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის გამოცდილება. დამსწრე საზოგადოებას ჩაუტარებენ ტრენინგს, თუ რა პროცედურები უნდა გაიარონ და როგორ უნდა გამოითხოვონ საქართველოს მოქალაქეებმა აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაცია.
2001წ 16 იანვარს "ლოს ანჯელეს ტაიმსმა" დაახასიათა ეროვნული უსაფრთხოების არქივი, როგორც "მსოფლიოს ყველაზე დიდი განსაიდუმლოებული დოკუმენტების ბიბლიოთეკა."