დღეს დილიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკურ კონსულტანტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე,
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით აჭარის რეგიონში იმყოფება ლევან რატიანი კლინიკური კონსულტანტანტების გუნდთან ერთად.
რეგიონში კონსულტანტთა ჯგუფის მუშაობის მიზანს კოვიდ კლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.