წუხელ, ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
ერთდროულად მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების ადიდება გამოიწვია.
დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიები, ქუჩები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფერიაც.
მდინარე მეჯინისწყალში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.