22 ოქტომბერს თბილისში "ქალაქის მერებს შორის შეთანხმების~ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდება.
თბილისი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პირველი დედაქალაქია, რომელმაც ხელი მოაწერა 2008 წელს ინიცირებულ "ქალაქის მერებს შორის შეთანხმებას~. შეთანხმების ხელმოწერა არის ოფიციალური დასტური ხელმომწერი ქალაქის ხელისუფლებისა, რომ ის მზადაა 20%-ით შეამციროს ჩO2-ის ემისია ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგეტიკის გამოყენების საშუალებით.
კონფერენციაში მონაწილეობს 150-ზე მეტი სტუმარი აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 45 ქალაქიდან, რაც გამოხატავს მათ აშკარა სურვილს, აქტიური როლი შეასრულონ იმ მზარდი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული და უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ყოველღიურ ცხოვრებაზე.K
კონფერენციას დაესწრებიან პარიზის, ვარშავის, ბარსელონას, ბურგასის, ლვოვისა და სხვა ქალაქების წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორია ევროკავშირი.
კონფერენცია 21 ოქტომბერს გაიხსნა.