დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები". კონფერენციის ორგანიზატორები არიან საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; პასუხისმგებელი მთრგმნელობით საქმიანობაზე - ენებისა და კომუნიკატივისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი მაკა ჩხეიძე; მდივანი - ასისტენტ-პროფესორი თ. ბონდარენკო; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, სრული პროფესორები: ბორის იმნაძე, თემურ ჯაგოდნიშვილი, თამარ მებუკე, ასოცირებული პროფესორი ტატიანა მეგრელიშვილი.
სამდღიან კონფერენციაზე წარმოდგენილია ათი სექცია: 1. ვერბალური კომუნიკაციების ტეორია და პრაქტიკა (ხელმძღვანელი თემურ ჯაგოდნიშვილი); 2. კომუნიკატიური ლინგვისტიკა (ხელმძღვანელი მაკა ჩხეიძე); 3. ჰუმანიტარული მეცნიერებანი და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები (ხელმძღვანელი გ. ჩიკოიძე); 4. ლიტერატურათმცოდნეობა: კომუნიკაციის მოდელები მხატვრული ტექსტის სივრცეში (ხელმძღვანელი თამარ მებუკე); 5. კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინფორმაციო სისტემებში, საინჟინრო და ტექნიკურ დარგებში (ხელმძღვანელი ალექსანდრე ედიბერიძე); 6. უცხოური ენები და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები (ხელმძღვანელები: ჩ. ბედალოვი, ე. აბასზადე); 7. კომუნიკაციური ტექნოლოგიები სამართალმცოდნეობასა და სოციალურ დისციპლინებში (ხელმძღვანელები: ლ. კალანდძე, ე. ხახუტაშვილი); 8. თარგმანი როგორც კულტურათშორისი კომუნიკაციის საშუალება (ხელმძღვანელი ლ. ჩხენკელი); 9. კომუნიკაციური ტექნოლოგიები ჟურნალისტიკაში (ხელმძღვანელი ივანე ჯაგოდნიშვილი); 10. კომუნიკაციური ტექნოლოგიები პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ბიზნესში (ხელმძღვანელი თ. ნუცუბიძე).
კონფერენციის დასრულების შემდეგ, 23 ოქტომბერს კონფერენციის მონაწილეებისთვის მოეწყობა ექსკურსია კახეთში.