აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პუტინის ლეკვი უწოდა.
"პუტინთან დაპირისპირების დროს, მას ნათლად ვაგრძნობინე, რომ მის ხრიკებს არ წამოვეგებოდი, ის კი [ტრამპი] პუტინის ლეკვია, მას არაფრის თქმა შეუძლია ამერიკელი ჯარისკაცების თავებისთვის დაწესებულ ჯილდოსთან დაკავშირებით", - თქვა ბაიდენმა ტრამპთან გამართული პირველი დებატების დროს.
ბაიდენს ჰკითხეს, თუ რატომ უნდა აირჩიონ ის პრეზიდენტად და არა მისი ოპონენტი.
"მისი პრეზიდენტობის დროს ჩვენ უგრო დავსუსტდით, გავღარიბდით, ერთმანეთს დავშორდით და უფრო სასტიკნი გავხდით", - აღნიშნა ბაიდენმა.
ივნისის ბოლოს გაზეთმა New York Times-მა ამერიკის დაზვრევის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ავღანეთში თალიბებთან კავშირში მყოფ მებრძოლებს ჯილდო შესთავაზა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის სანაცვლოდ, სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ამის შესახებ დონალდ ტრამპი ინფორმირებული იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციას სისულელე უწოდა.
ტრამპმა თავის მხრივ სტატიას შეკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის დაზვერვამ New York Times-ის სტატია ნდობის ღირსად არ ჩათვალა.
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება. მანამდე კანდიდატებს პირდაპირ ეთერში შეხვედრა კიდევ ორჯერ მოუწევთ.