თურქეთი უარყოფს, რომ მისმა მოიერიშემ სომხეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდო. იტყობინება სააგენტო ბლუმბერგი თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამის მტკიცება "სრულიად არასწორია".
მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ თურქულმა მოიერიშე F-16-მა სომხეთის საჰაერო სივრცეში სუ-25 ჩამოაგდო. პილოტი დაიღუპა.