ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის სიახლოვეს, ავტობანზე, სადაც მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.