მარნეულში, სოფელ სადახლოში ევროპული საქართველოს ერთ-ერთ აქტვისტს ტირის თოფიდან ესროლეს.
ევროპული საქართველოს გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.