საკონდიტრო "დონა" მუშაობას ანახლებს. "5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით" - ნათქვამია "დონას" მენეჯმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.