აჭარაში ორი კოვიდ დადებითი პაციენტი გარდაიცვალა, ორივე, მამაკაცი. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, 1. 65 წლის პაციენტი, მკურნალობდა ქ. ბათუმის "რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში", 22.09.2020 კლინიკაში მიყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 07:45 საათზე.
2. 70 წლის პაციენტი, მკურნალობდა ქ. ბათუმის "რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში", 21.09.2020 კლინიკაში მიყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - კოვიდ 19, ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე.