თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ირანის მოქალაქეა.
კონფლიქტის საფუძველი მეზობლებს შორის მომხდარი უთანხმოებაა.
დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ საქმე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით აღძრა.