ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება - ასე ეხმიანება ამერიკის საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემის დღეს.
"27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიის შედეგად ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა და ასობით ათასი აიძულეს, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება.
ამ დღის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საქართველოში გმირთა მოედანი გვირგვინებით შეამკეს", - ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.