მე ვარ მიშას თანაშემწე და მიმხმარე, ახლა. იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ სააკაშვილს აქვს ის ენერგია, ის ნიჭი, ის გამოცდილება, ცუდი და კარგი, ორივე, - თქვა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ გუბაზე სანიკიძე აღფრთვანებულია ნაციონალური მოძრაობით, გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის აღფრთოვანებულია დავით აღმაშენებლის რეფორმებით.
"სააკაშვილი არის სრულყოფილი პოლიტიკოსი. გამარჯვებაც უნახავს და დამარცხებაც, მაგრამ მაინც ფეხზე დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, პოლიტიკური ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა, პირველად საქართველოს ისტორიაში, მმართველი პარტიაა, რომელიც დამარცხდა და არ გაქრა. პირიქით, რეალური შანსები აქვს ხელისუფლებაში მოსასვლელად", - თქვა სანიკიძემ.