გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან COVID-19 -ით ინფიცირებული პაციენტი გაიქცა. postv-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებული ეპიდემიოლოგებმა გარკვეული დროის შემდეგ იპოვეს და კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში დააბრუნეს.
როგორც იუწყებიან, პაციენტი ოჯახის წევრების სანახავად იყო წასული.