კორონავირუსის პანდემიის გამო, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სეზონის გახსნა კიდევ ერთი წლით გადაიდო.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წამყვანი საოპერო სცენა 2012 წლის სექტემბრამდე დახურული იქნება. გადაწყვეტილების შესახებ საოპერო თეატრის ადმინისტრაციამ განაცხადა.
როგორც იუწყებიან ეს პირველი შემთხვევაა თეატრის 137-წლიანი ისტორიის განმავლობაში.
"არაფერი გვსურს იმაზე მეტად, რომ დავუბრუნდეთ ჯადოსნური საოპერო სამყაროს შექმნას თქვენთვის, მაგრამ ჩვენი და ჩვენი აუდიტორიის უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია", - განაცხადა თეატრის გენერალურმა მენეჯერმა.
მისივე თქმით, წარმოდგენები არ განახლდება ვიდრე ვაქცინის ფართო გამოყენება არ მოხდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო მეტროპოლიტენ ოპერა მარტში დაიხურა. სეზონის განმავლობაში საოპერო თეატრი 200-ზე მეტ წარმოდგენას მასპინძლობს, რომელსაც 800 000-ზე მეტი კლასიკური მუსიკისა და ბალეტის მოყვარული სტუმრობს.