საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. დღეს COVID-19-ით, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი აჭარის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4399-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1705 პაციენტი.