საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 12:35 საათზე დაფიქსირდა.
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ რაჭისუბანში იყო. ბიძგების სიძლიერემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემები პირველადია და დაზუსტების შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს.